ინტეგრირებული გაკვეთილი
მნახველებს ბოდიშს ვუხდით არასრული ინფორმაციის გამო. ლემილზე დამეკარგა ყველანაირი აქტივობა, იძულებული ვარ,აღვადგინო. ეს გაკვეთილი იქ იყო ატვირთული, მიწევს თავიდან წერა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
,,წვეთი სისხლისა არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის"
ტრაგიკული ეპოქის გავლენა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებაზე
,,წვეთი სისხლისა არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის"
ტრაგიკული ეპოქის გავლენა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებაზე
თემა: ,,ტრაგიკული ეპოქის გავლენა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებაზე“
სწავლების საფეხური, კლასი : მე-12 კლას
ინტეგრირებული საგნები:
ქართული
ენა და ლიტერატურა
საქართველოს ისტორია
მოსწავლეთა რაოდენობა- 7
სსმმ - არ არის კლასში
მოსწავლეთა რაოდენობა- 7
სსმმ - არ არის კლასში
მიზანი:
1. გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა,
2.ჯგუფური მოხსენებისა და სლაიდის შექმნა ნანახ მასალაზე დაყრდნობით, დისკუსია- პრეზენტაცია ჯგუფებში.
3. კვლევის, ინფორმაციის მოძიება, დახარისხების, წერითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
1. გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა,
2.ჯგუფური მოხსენებისა და სლაიდის შექმნა ნანახ მასალაზე დაყრდნობით, დისკუსია- პრეზენტაცია ჯგუფებში.
3. კვლევის, ინფორმაციის მოძიება, დახარისხების, წერითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
ესგთან შესაბამისობა:
ქართ. XII. 11. მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის
(მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ შერჩეული თემისთვის
ამზადებს და აანალიზებს მასალას
·
შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ
მასალას იყენებს (იმოწმებს, ახდენს პერიფრაზირებას, მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესების
დაცვით;
·
შესაბამის წყაროებზე, მასალაზე,
საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს
და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;
·
იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს:
საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის (თვალსაზრისების, შეხედულებების)
მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის
ძირითადი თვალსაზრისი, დასკვნა.
ქართ. XII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
·
აგებს მიზნობრივ სქემას (რა არის
ჩემი მიზანი? რა მასალას გამოვიყენებ მიზნის მისაღწევად? როგორი იქნება ჩემი ნაწერის
ფორმატი? რა სახის პრობლემები შეიძლება შემექმნას მუშაობისას და როგორ შევძლებ მათ დაძლევას?);
·
წერს ნაშრომის შავ ვარიანტს და
შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს;
·
ასწორებს ნაწერს ქართული სალიტერატურო
ენის ნორმების მიხედვით.
ისტორია:
მსვლელობა:
წინასწარ
გავეცანით გალაკტიონ ტაბიძის
ცხოვრებასა და შემოქმედებას.
წავედით ექსკურსიით ჭყვიშში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმსი
წავედით ექსკურსიით ჭყვიშში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმსი
ადგილზე
მოვისმინეთ პოეტის ბიოგრაფია, დავათვალიერეთ მისი სახოვრებელი და კუთვნილი ნივთები,
ასევე , ვანისა და ნაქალაქევის არქეოლოგიური
მუზეუმები.
მოსწავლეებს
გადავეცით კი
თხვები საშინაო დავალებისთვის. დავყავით ჯგუფებად. (მე-9 და მე-11 კლასები) ვთხოვეთ თითოეულ ჯგუფს მოემზადებინა შესაბამისი პრეზენტაცია.
თხვები საშინაო დავალებისთვის. დავყავით ჯგუფებად. (მე-9 და მე-11 კლასები) ვთხოვეთ თითოეულ ჯგუფს მოემზადებინა შესაბამისი პრეზენტაცია.
პრეზენტაციის შემდეგ გაგვემართა
დისკუსია მოსმენილზე და შეგვეჯამებინა ექსკურსია-გაკვეთილი, დაემზადებინათ სლაიდები.
1-ლი ჯგუფი (მე-9
კლასი)- ვანისა და ნოქალაქევის არქეოლოგიური
მუზეუმები(პრეზენტაცია)(ფასდებიან ისტორიაში)
მე-2 ჯგუფი(მე-11 კლასი)- ,,მარტოობის ორდენის
კავალერი“ -დისკუსია(ფასდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში)
სადისკუსიო კითხვები:
1. რას განაპირობებდა გალაკტიონის
მარტოსულობას და რატომ ფიქრობ ასე?
2. . ნანახიდან
და წაკითხულიდან მისი ცხოვრების შესახებ
რა დასკვნებს გააკეთებდი?
3. როგორ ფიქრობ,
რა იყო
გალაკტიონის თვითმკვლელობის მიზეზი?
საპრეზენტაციო დავალება:
გააკეთონ პრეზენტაცია
ნანახი და გადაღებული
მასალის pp ფორმატში.
შეფასება: განმსაზღვრელი(მოსწავლეები ფასდებიან შესაბამისი საგნის გაკვეთილების მიხედვით. მე-9 კლასი ისტორიაში, მე-11 კლასი ქართულ ენაში)
შეფასების სქემა:
1. პრეზენტაცია:
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
|
||
სათაურთან, მოცემულ საკითხთან შესაბამისობა
|
||
1
|
საკითხი
ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; იყენებს შესაბამის
ტერმინოლოგიას; კარგად აქვს
ორგანიზებული(შესავალი, ძირითადი
ნაწილი,დასკვნა)
|
3
|
მსჯელობს, მაგრამ თხრობისას
დარღვეულია ლოგიკური ბმა., აკლია რომელიმე თხრობის
ელემენტი(შესავალი,ძრითადი ნაწილი,
დასკვნა
|
2
|
|
საკითხი
არასრულად არის გადმოცემული;ტერმინოლოგია ნაკლოვანია ან
აკლია ორგანიზებულობა.
|
1
|
|
პრეზენტაცია
არ შეესაბამება სათაურს. ტერმინოლოგია
არ არის გამოყენებული, არ არის ორგანიზებული
|
0
|
|
არგუმენტირება, პარალელები
|
||
2
|
მსჯელობს არგუმენტირებულად,დამაჯერებლად , მოჰყავს
ციტატები, ავლებს პარალელებს,
|
3
|
მსჯელობა ჩანს, მაგრამ არის რამდენიმე არსებითი შეცდომა, არ ავლებს
პარალელებს
|
2
|
|
პასუხი
მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას;იშვიათად ამჟღავნებს
კრიტიკული აზროვნების უნარს
|
1
|
|
პრეზენტაცია
არ შეესაბამება საკითხს,გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია
ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია;
|
0
|
|
ვიზუალური მასალის გამოყენება
|
||
3
|
ეფექტურად იყენებს სლაიდშოუს,პლაკატს, დაფას და
ა.შ. სხვა ვიზუალიზაციის ხერხებს
|
2
|
ვიზუალიზაციის ხერხები გამოყენებული აქვს, თუმცა
არაეფექტურად, უმართებულოდ
|
1
|
|
ძალზე
იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს
|
0
|
|
რეგლამენტი. საკომუნიკაციო უნარები
|
||
4
|
იცავს
რეგლამენტს ფლობს საკომუნიკაციო
უნარებს( ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი,აუდიტორიის ფლობა)
|
2
|
უჭირს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა ან
ვერ იცავს რეგლამენტს
|
1
|
|
ვერ ამყარებს
კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობსგაურკვევლად; არ იცავს
რეგლამენტს
|
0
|
2. დისკუსია
მსჯელობის,
არგუმენტირების უნარი
|
||
1
|
მკაფიოდ და გასაგებად
აყალიბებს აზრს,საკუთარ თუ ჯგუფის
მოსაზრებას, მსჯელობს
არგუმენტირებულად. მსჯელობს გამართული
ქართულით
|
3
|
მსჯელობა ზოგადია, შეუსაბამო დასაბუთებაა
ან მსჯელობს
არგუმენტირებულად,აკეთებს
დასკვნებს, მაგრამ მეტყველებს
შეცდომებით
|
2
|
|
მისი არგუმენტაცია ბუნდოვანია
ან მსჯელობა
გასაგებია , მაგრამ არ არის
დასაბუთებული.
ან
არგუმენტაცია ბუნდოვანია და მეტყველებაც
უჭირს
|
1
|
|
არ ერთვება
დისკუსიაში, არ გამოთქვამს
მოსაზრებებს
|
0
|
|
საკომუნიკაციო უნარები
|
||
2
|
იყენებს არავერბალური
კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
2
|
უჭირს არავერბალური საკომუნიკაციო ფორმების
გამოყენება
|
1
|
|
არ იყენებს
საკომუნიკაციო
ხერხებს,მეტყველებს
მონოტონურად და შეცდომებით
|
0
|
|
ოპონენტთან
ურთიერთობა
|
||
·
3
|
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და
კონსტრუქციულად პასუხობს
·
განსხვავებულ აზრს,
შეუძლია კონტრარგუმენტების გაბათილება
|
3
|
ოპონენტის მიმართ
კორექტულია, ხშირად ისმენს და ითვალისწინებს სხვის აზრს
,ცდილობს განავითაროს ან გააბათილოს ,თუმცა
ზედაპირულად.
|
2
|
|
სხვისი აზრი მისთვის უმნიშვნელოა, ხანდახან არაკორექტულია, უჭირს ემოციის
კონტროლი
|
1
|
|
იჩენს სხვისი
აზრისადმი შეუწყნარებლობას,
აქვს ცინიკური დამოკიდებულება,
იყენებს არაადეკვატურ, დამცინავ ლექსიკას
|
0
|
|
დასკვნების გაკეთება
|
||
4
|
აანალიზებს ზემოთქმულს, აჯამებს, გამოაქვს
დასკვნა,
|
2
|
ვერ გამოაქვს დასკვნები ,მხოლოდ აზრებს
აყალიბებს.
|
1
|
|
მისი დასკვნები არ
ეხება სადისკუსიო თემას
ან მხოლოდ აზრების წარმოთქმით
კმაყოფილდება
|
0
|
ფოტომასალა
გალაკტიონ ტაბიძის სახლი ჭყვიშში.
გალაკტიონის საგვარეულო ხე. ჭყვიში. გალაკტიონის მუზეუმი
ქართული პოეზიის შვიდი მნათობი. პანო გალაკტიონის მუზეუმიდან.
გალაკტიონის ატესტატი
გალკტიონის ატესტატი
მაგნოლიის ხე გალაკტიონის ეზოში
ვანის ხედი ახვლედიანების გორიდან
წარმართული ტაძრის ნაშთი
ხედი ნოქალაქევის გვირაბიდან
ნოქალაქევი
შენ აგრძელებ ჩემს გაოცებას. სწორად შერჩეული თემები, აქტივობები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება გაკვეთილის მიზანს, დაზუსტებული ინდიკატორები, მოსწავლეთა ამაღლებული მოტივაცია, ინტერესი და საბოლოოდ სწავლის შედეგის გაუმჯობესება! არ ვიცი რა ვთქვა! შენნარი მასწავლებელი თითზე ჩამოსათვლელები არიან ეკო!
ОтветитьУдалить