09.05.2014

გადაფასება

            მე  საბჭოთა  სკოლა  დავამთავრე.  მართალია, სისტემა   უკვე  სულს  ღაფავდა,  მაგრამ   სკოლებში  ტრადიციულად  გრძელდებოდა   საბჭოეთის, პარტიისა   და   ბელადების  ქება.  გვძულდა  ცრუ  პატროიტიზმი  და  ამ  ლექსების  ავტორებიც. არ  ვსწავლობდით  შეგნებულად,  არც  მასწავლებელი  გვაძალებდა , მაინცდამაინც.   დიდხანს  გამყვა  ეს   სიძულვილი.  დრო  დამჭირდა,  გადამეფასებინა  დამოკიდებულება .  ერთ-ერთი  ასეთი  პოეტი  იოსებ  გრიშაშვილი  იყო.  დღეს  კიდევ  ერთხელ     გადავიკითხე  მისი  ,,წერილები  ბოთლში"  და  კიდევ  ერთხელ  დამწყდა  გული, ასე  ,,უგემურად"  რომ  ვისწავლეთ  თავის  დროზე. ძალიან  დიდი  სიმამაცე  და  გამბედაობა  სჭირდებოდა  ამის  დაწერას, მოქალაქეობრივიც  და  ადამიანურიც.

ძმაო,  მოგვედო  სენი  წითელა,ყველას  აუწყე,  ყველას  უთხარი,
აწმყომ  სიცოცხლე  გადაგვითელა, გაუფურჩქნავი, დაუკუთხავი.

ბედმა  ვინ  იცის,  სად  არ  მატარა, მაგრამ  კვლავ  მოველ  საკუთარ  თავთან.
და  მეც  ძირამდი  შევსვი  მათარა   შხამით  და  ბოღმით  რომ  აპირთავდა.

საშინელია  ის  დროთა სიგრძე, ლამის  ლოდინი  მოკვდეს უშვილოდ,
სადა  ხარ?  ჩვენი  ტანჯვა  თუ  იგრძენ,,,უნდა  სამშობლოს   ჩქარა  უშველოთ.

ახალი  ყლორტი  ჰკერავს   საკაბეს,  ძველი  სიზმრები  ტიფლისზე  ახდა.
ბევრი  ხნიერი  მუხა  აჰკაფეს,  მაგრამ  ადგილი  ვერ  გაპარტახდა.

ყელში  მომდის  მეც  აპეური, ჩემს   სამშობლოში   დავდივარ   ქეშად,
გავყიდე  ხმალი  მე  პაპეული, მამის  სურათი   და  აზარფეშა.

ვით  დავითისგან  დევნილი  საულ,  მეც  ჩუმად  ტყეში   დავიარები,
ძმაო,  უთხარი  მზის  იასაულს,  გაჰკერონ  ჩვენი  ნატყვიარები.

ძმათა  საფზლავზე   ვიყავ  პარასკევს,  სადაც  ისვენებს  მოღლილი  ჯარი,
აი,  გწერ  მკვდართა  ნალაპარაკევს,  ,,დავკეცეთ  დროშა,  გავტეხეთ  ჯვარი".

ბაგრატიონი  და  ფეიქრები!  არ  მინდა,  ერი  სხვა  ერს  მოებას.
დახეულ  ქუდით   მოდის  ფიქრები,  ოცნება  საზღვრავს   უსაზღვროებას.

ძმაო,  არ  მინდა  შენც  დამაობლო...  ჩემი  ლექსები  სხვის  კარზე  ჰქროდეს.
თუ  პოეზიას  არ  აქვს  სამშობლო,  პოეტს  სამშობლო  ხომ  უნდა  ჰქონდეს.

და  მე  არ  ვიცი  თუ  რომელ  ალაგს  ამოვა  ეხლა  დილის  აისი,
დღეს  გორგასლანის  სატახტო  ქალაქს   მხოლოდ  სახელი  შერჩა  თავისი.

ყველა  მივიღეთ   ძმებად  და  დებად,  ვინც  გვასახელა  საზიზღარ  ქცევით,
ხელში  კორძები  დაგვაქვს  ბეჭდებად  ამდენ  კუბოთა  მაღლა  აწევით.

მშვიდობით!  და  გთხოვ, რომ  ჩემი  გვამი,  არ  დაიხვრიტოს  ქალაქის  გარეთ,
დამწვით  და  ფერფლი  ჰაერნასვამი,  პოეტებს  თავზე  გადააყარეთ!

0 კომენტარი:

Отправить комментарий

 

სადამრიგებლო კლასი

შაბათ-კვირასაც ერთად


eTwinning-ში მონაწილეობა

პროფცენტრის ამბები

მუდმივი მკითხველები

პროექტი