სამოდელო გაკვეთილები













გაკვეთილის გეგმა






















სიმულაციური გაკვეთილი









საგანი
ქართული  ენა  და  ლიტერატურა
კლასი, მოსწავლეთა  რაოდენობა

მე-10
9 მოსწავლე
განსაკუთრებული  საჭიროების  მოსწავლე
არ  არის
მასწავლებელი
ეკა ცხადაია
თემა
ტექსტის(ლექსის)  აწყობა  შოთა  ნიშნიანიძის  ,,მე  დავემალე  გუშინ  მეგობარს“
შესაბამისობა  ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან



და  ინდიკატორები

ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას;
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვაოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.                            

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
·         მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში (მხატვრულ ტექსტებში აკვირდება ავტორისეულ პლანს: ლირიკულ გადახვევებს, მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; არამხატვრულ ტექსტებს განიხილავს აბზაცების მიხედვით, გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითებისა და ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
·         ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი ვერსია.

ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
                        
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;


გაკვეთილის  მიზანი
·         ნაწარმობის  შინაარსისას  და  განწყობის  ამოცნობა,  სავარაუდო  სიუჟეტზე  დაფიქრება, 
·         ტექსტის  გამთლიანება. 
·         კითხვის,  კოგნიტური,  სოციალური  და  ზეპირმეტყველებითი  უნარების განვითარება.
·         მედიაწიგნიერების,  დეტალების გააზრების, ანალიზის, ლოგიკური  მსჯელობის,  ინტერპრეტირებისა  და  პრეზენტაციის  უნარ-ჩვევების  განვითარება.
მისაღწევი  შედეგები
·         მოსწავლე  აანალიზებს  ტექსტს  და  ამოიცნობს  ნაწარმოების  შინაარსსა  და  განწყობას,  ავტორისეულ  დამოკიდებულებას;
·         განასხვავებს  სხვადასხვა  ტიპის  ინფორმაციას(ფაქტობრივს, ქვეტექსტურს)ამოკრებს   და  გამოთქვამს  საკუთარ  ვერსიას  მათ  შესახებ.
·         ივითარებს  კითხვის,  კოგნიტური,  სოციალური  და  ზეპირმეტყველებით,  მედიაწიგნიერების,  დეტალების გააზრების, ანალიზის, ლოგიკური  მსჯელობის,  ინტერპრეტირებისა  და  პრეზენტაციის  უნარებს.

აქტივობა
1.       ჯგუფური  მუშაობა
2.      დაკვირვებული  კითხვა, ტექსტის  გამთლიანება
3.      პოსტერის  დამზადება
4.      პრეზენტაცია
ძირითადი  ეტაპები
1.      ტექსტის  აწყობა-გამთლიანება
2.      პოსტერის  მომზადება
3.      პრეზენტაცია
მსვლელობა
1.ვაცნობ  ლექსის  ავტორსა  და  სათაურს
2. ვარიგებ   წინასწარ  დამზადებულ   სტროფებად  დაჭრილ  ლექსს. 
3. თითოეულ  გუნდს   ეძლევა  განსხვავებული  ფერის  ქაღალდზე  დაბეჭდილი   სტროფები.
4. ვთხოვ,  დაფიქრდნენ  და  იმსჯელონ,  რა  იქნება  ლექსის  თემა,  სცადონ  მისი  გამთლიანება
5. მუშაობის  დასრულების  შემდეგ  ვურიგებ  დიდი  ფორმატის  ქაღალდებს  პოსტერებისთვის
6.თავიანთი  ვერსია  გადააქვთ პოსტერებზე
7.  აკეთებენ  პრეზენტაციას
8.  დისკუსია.  მოვისმენთ  თანაკლასელთა  აზრს  წარმოდგენილ  პოსტერზე
9. მოსწავლეები  აფასებენ  საკუთარ  და  სხვის  პოსტერებს
10. ვაცნობს  ლექსის  ავტორისეულ  ვარიანტს  და  ვთხოვ  დააკვირდნენ, რამდენად  მიახლოებულია  მათი  ვარიანტი  და  რამდენად  სწორად  ამოიცნეს  განწყობა.
11.  მოსწავლეები  თავიანთ  ვერსიას  უდარებენ  ორიგინალს  და  მსჯელობენ  ნაწარმოების  ლიტერატურულ  ღირებულებაზე

შეფასება
განმავითარებელი( შესაძლებელია  შეფასდეს  ჯგუფური  მუშაობა, პრეზენტაცია)

შოთა ნიშნიანიძე
მე დავემალე გუშინ მეგობარს

მე დავემალე გუშინ მეგობარს
(
ზარმა აიკლო სახლი მთვლემარე)
ალბათ სირცხვილად დიდხანს მეყოფა ,
გუშინ მეგობარს რომ დავემალე.
ის იდგა კართან სახემცინარი,
სიყვარულისთვის ჩემთან მოსული,
ამრევი, მსმელი და უწინარეს
ბავშვი, რაინდი და მარტოსული.
მოყვარული და ჩემი ერთგული
იდგა და იდგა...ღლიდა ლოდინი.
მე კი ქურდივით სუნთქვა შეკრული
კარს აქეთ ვიდექ, როგორც ცოდვილი.
და როცა მიწყდა ზარის ზუზუნი,
უკან გაბრუნდა ღმერთების ელჩი...
ის მიდიოდა მხრებმოძუძგული
და შამპანურის ბოთლებით ხელში.
, ამ სიგლახეს, სულმოკლეობას,
ვერ გადაწონის ცოდვა ურიცხვი, 
მე დავემალე გუშინ მეგობარს 
ერთი ჭირიან ლექსის გულისთვის.
მე დავემალე გუშინ მეგობარს,
ემალებიან როგორც მევალეს,
და სანანებლად დიდხანს მეყოფა
გუშინ მეგობარს რომ დავემალე.





მე-4  კლასი






გაკვეთილის  გეგმა
1.   გაკვეთილის თემა
 ზღაპარი, მისი  მახასიათებელი. მხატვრული  ტექსტის  შექმნა  სქემის  გამოყენებით
2. სწავლების საფეხური და კლასი
  მეოთხე კლასი, დაწყებითი  საფეხური
3.მასწავლებელი /საგანი
ეკა  ცხადაია.  ქართულინ  ენა  და  ლიტერატურა
4.  გაკვეთილის მიზანი
1.წერითი  მეტყველების, მოსწავლეთსა  შემოქმედებითი  უნარების  განვითარება
2. მოსწავლის  თვითგამოხატვის  ხელშეწყობა
   
5.   ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.

·         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:წერს მცირე ზომის ტექსტს;
·         შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს

ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია  ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცავს შინაარსობრივ თანამიმდევრობას;
·         ნაწარმოების შინაარსის გადმოცემისას შემოქმედებითად იყენებს  ლექსიკასა და მხატვრულ სახეებს;

5. აქტივობები
გონებრივი  იერიში
სქემაზე  მუშაობა
წერითი  სამუშაო
პრეზენტაცია

8.                თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
1.     კლასი  იყოფა   სამ  ჯგუფად.
2.    მოტივაცისა  და  განწყობისთვის  მასწავლებელი  იწყებს  თემატური  გამოცანით
3.      გონებრივი  იერიშით  არკვევს  საკითხთან  დაკავშირებულ  წინარე  ცოდნას
4.    ინტერაქცია.(თემატური  კითხვებით)
5.    მიზნობრივ  სქემაზე  მუშაობა
6.    თხზვა
7.    პრეზენტაცია
8.    შეფასება
9.                შეფასება
განმავითარებელი  შეფასება,  ურთიერთშეფასება
10.           საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

დაფა, სტიკერები, რვეული, მარკერი , წებოვანი  ფურცელი, სახატავი საშულებები, ა3 ფ ორმატის  ფურცელი,
სახელმძღვანელო
ქართული ენა და ლიტერატურა მე-4  კლასი
ნინო  გორდელაძე  თინათინ  კუხიანიძე
ბაკურ  სულაკაურის  გამომცემლობა  2013წ






'



 ხელოვნებისა და ქართული ენის ინტეგრირებული
 

1 კომენტარი:

 

სადამრიგებლო კლასი

შაბათ-კვირასაც ერთად


eTwinning-ში მონაწილეობა

პროფცენტრის ამბები

მუდმივი მკითხველები

პროექტი