ეკა ცხადაია. ხობის მუნიციპალიტეტი. ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა

23.02.2019

სიურპრიზი

სასიამოვნო სიურპრიზი, როცა ერთ-ერთი ყვეკლაზე პატივსაცემი ადამიანი ძალიან დადებითად გახსენებს შენ და შენს უახლოეს მეგობარს.

21.09.2018

ჩემი გაკვეთილი მედიაწიგნიერების პორტალზე

        2016  წელს  სამოქალაქო  განათლების  ინსტიტიტუტის  საგანმანათლებლო  მედიაპორტალმა  გამოაცხადა  კონკურსი  მედიარესურსებითა  მედიასტანდარტების ჩატარებული  გაკვეთილების  კონკურსი. რჩეულთა  შორის  აღმოჩნდა  ჩემი   ნაშრომიც.  მე-9  კლასში ჩატარებული  გაკვეთილი  გეგმითა  და  რესურსებით  აიტვირთა  მედიაწიგნიერების  პორტალზე .
 დაინტერესებულ  პირებს  ეს  და  სხვა  საინტერესო  მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ

სამოქალაქო განათლების საგანმანათლებლო პორტალზე medialiteracy.ge

25.07.2016

თავმოსაწონებელი ამბები

თავმოსაწონებელი  რა  არის  ამ  დალოცვილ  მიწაზე, ეს  რომ  იყოს, მაგრამ რადგანაც  2015  წელს  დიდმა  მაიკროსოფტმა მითხრა, ექსპერტ- მასწავლებელი  ხარო, ვცდილობ არ  დავიხიო  და  მის  მიერ  შემოტავაზებულ  პროგრამებს  ჩავუჯდე-ვისწავლო. მაიკროსოფტი  დიდად მონდომებული  ბიჭია  და  ვერაფერს  გამოაპარებ. რომ  ეტყვი, ვიცი, ბატონოო. ა, ქვიზი  და გამეცი  პასუხიო. მეც  ვცდილობ. თუ  მოეწონება, ასეთ  სერტიფიკატებ  მჩიქნის  ხოლმე. ისაო, ესაო, კი  არავის  სჭირდება  შენი  ამბები, მაგრამ  მაინც  კარგი  გოგოხარ, ასე  გააგრძელეო.

06.08.2015

ექსპერტ მასწავლებლის წოდება მაიკროსოფტისგან


2015  წელს  კორპორაცია  მაიკროსოფტმა  საგანმანათლებლო  პროგრამების  გამოყენებისა  და   ინოვაციური  მეთოდებით  მუშაობისთვის  ექსპერტ-მასწავლებლის  ტიტული  მომანიჭა.


28.03.2015

მზის შვილების დღე

         21  მარტი  დაუნის  სინდრომის  მქონე  ადამიანების  დღეა.  ამ  ადმიანებს  უჭირთ  საზოგადოებასთან  ინტეგრაცია  არა  საკუთარი  განსხვავებულობის, არამედ  საზოგადოების  ნაკლები განათლების  გამო. ძალიან მნიშვნელოვანია  ადრეული  ასაკიდან   გავიგოთ    მეტი  და   გავუგოთ^ერთნამეთს. ამ მიზნით   სკოლის  თვითმმართველობასთან  და  ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  კათედრასთან  ერთად  დავგეგმეთ  გაკვეთილი  ,,მზის  შვილები". შევქმენით   საინფორმაციო  პრეზენტაცია . ჩავატარეთ  გაკვეთილები  ამ  თემაზე. გავაკეთეთ  აქცია ,,მეგობრები  ქრომოსომებს  არ  ითვლიან".

16.01.2015

სტატია

ჩემი  სტატია    ,,სიმულაციური  გაკვეთილი  წერითი უნარების  განვითარებისთვის" 

 ქართულ  ელექტრონულ  სამეცნიერო  ჟურნალში.  გვერდი   96-99.  (დაკლიკეთ აქ)

სტატიასთან  დაკავშირებულ  ვრცელ  ინფორმაციას იპოვით   აქ.




 

სადამრიგებლო კლასი

შაბათ-კვირასაც ერთად


eTwinning-ში მონაწილეობა

პროფცენტრის ამბები

მუდმივი მკითხველები

პროექტი