ეროვნული სასწავლო გეგმა

ქართული ენა და ლიტერატურა. ე ს გ

კარი III
საგნობრივი პროგრამები
თავი XI

             საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1. ზოგადი ნაწილი
ა) შესავალი
            ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.

ბ)  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნები და ამოცანები

პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:

·         განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·         გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
·         განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·         ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·         შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 
·         გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

·         კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
·         ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
·         აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·         მსჯელობის უნარის განვითარება;
·         სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·         ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·         ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
·         დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·         ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·         საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
·         სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
·         ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
·         მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
·         ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
·         სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზის და შექმნის უნარის გამომუშავება;
·         მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·         ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.

გ) საგნის სწავლების საფეხურების დახასიათება

1.     დაწყებითი საფეხური  (I-VI კლასები)

დაწყებითი სწავლება მოიცავს ექვსწლიან ციკლს. სკოლის ეს პერიოდი მოითხოვს სწავლების ამოცანების წარმოდგენას ინტეგრირებული, კოორდინირებული სახით. ამდენად, ამ შემთხვევაში წამყვანი პრინციპია საგნის (ენისა და ლიტერატურის) შინაარსობრივი ერთიანობა.

დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:


ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:

·      სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა; 
·      წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
·      სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
·      ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
·      მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
·      გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.
                       
 ენის  კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:

·      სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;
·      კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;
·      საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების მიხედვით;
·      კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
·      სხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი  ტექსტების შეთხზვა.
                       
 მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

·      სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
·      მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების  დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
·      ტექსტის ეპიზოდების  ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
·      გმირის საქციელის შეფასება;
·      მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი  ფუნქციის ახსნა;
·      მხატვრული ტექსტების შექმნა;
·      საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.

 

მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება  თვითგამოხატვისათვის აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი - ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის - მიმართულებით. ამავე დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური და შეესაბამება მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით სკოლაში ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს - სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.

ტექსტების ნაირეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობამაც მოსწავლე უნდა მოამზადოს ცხოვრებისეული ურთიერთობებისათვის. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული, შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის  უნარ-ჩვევებს. მათ უნდა ისწავლონ ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა, ტექსტებში მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი და შეძლონ დამოკიდებულებების (პოზიციისა და შეფასებების) თავისუფლად გამოხატვა.


2.      საბაზო საფეხური  (VII-IX  კლასები)
აბაზო სწავლება მოიცავს სამწლიან ციკლს. საბაზო საფეხურზე ღრმავდება ის საგნობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლემ შეიძინა დაწყებით საფეხურზე. სწავლების ამ ეტაპზე მოსწავლე ავლენს მიდრეკილებას ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნებისადმი. აქედან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში აქცენტები კეთდება ისეთ მასალაზე, რომელიც შეიცავს პრობლემას (პრობლემებს), განსხვავებულ თვალსაზრისებს და მოითხოვს ამ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებას, თვალსაზრისების შეჯერებასა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.
საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
·      სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;
·      ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამ ლოგიკური კავშირების ამსახველი სინტაქსურ-სტილისტური ხერხების სათანადოდ გამოყენება;
·      სხვადასხვა სახის (როგორც ლიტერატურული, ისე სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.), სტილისა და ჟანრის ტექსტების თავისუფლად გაგება, მათი ენობრივი ანალიზი და სინთეზი;
·      ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება;
·      სხვადასხვა სირთულის და სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.) ტექსტების გამართულად წერა განსხვავებულ თემებზე; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამ ცოდნის შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.


ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:

·      საკუთარი კომუნიკაციური ქცევის ადეკვატურად შეფასება და  სათანადოდ წარმართვა;
·      იმ უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც მიღებულია მოცემულ კულტურულ გარემოში კამათის, დისკუსიის, დებატებისა და  საკუთარი აზრის გამოთქმისას;
·      ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის  სტრატეგიების დაუფლება;
·      სხვადასხვა ხასიათის ზეპირი და წერილობითი ტექსტების საკომუნიკაციო მიზნის ამოცნობა და ამ კუთხით ტექსტის ეფექტურობის შეფასება;
·      საკომუნიკაციო მიზნის გათვალისწინებით, ფუნქციური სტილის მართებულად შერჩევა წერის დროს; საკუთარი ნაწერის რედაქტირება და კორექტირება.

მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

·      მხატვრულ ტექსტში გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ეფექტურობის შეფასება;
·      ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენებისა და პრობლემების დაკავშირება სუბიექტურ გამოცდილებასთან;
·      სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;
·      ნაწარმოებში არსებული პრობლემური საკითხების მრავალმხრივი და არასტერეოტიპული ინტერპრეტაცია;
·      სოციოკულტურული კონტექსტის გავლენის აღქმა-გააზრება ლიტერატურულ ნაწარმოებებში;
·      ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება ადამიანის შემეცნებითი, შემოქმედებითი და  ეთიკური განვითარებისათვის;
·      შეთხზვა წერილობითი ტექსტების, რომლებშიც მჟღავნდება მოსწავლის ლიტერატურული გემოვნება, შემეცნებითი  ინტერესები, შემოქმედებითი უნარები.
1.     საშუალო საფეხური (X-XII კლასები)
საშუალო საფეხური საქართველოში სწავლების სამწლიან ციკლს ითვალისწინებს (X-XII კლასები). საშუალო საფეხური სავალდებულო არ არის და, ფაქტობრივად, მოსწავლის უმაღლესი სკოლისთვის მომზადებას ემსახურება. სწავლების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მოსწავლეს თავისუფლად შეუძლია დაეუფლოს ნებისმიერ პროფესიას, სრულფასოვანი, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 
საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

ინფორმაციის გგება, ანალიზი და შეფასება:

·      სხვადასხვა სახის ზეპირი ტექსტების ანალიზი ტონალობის, ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურისა და ეფექტურობის თვალსაზრისით;
·      ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველება;
·      წაკითხული ტექსტის კონსტრუირება (ენობრივი ანალიზი და სინთეზი);
·      ტექსტების სახეების ამოცნობა და განმარტება მათს სტრუქტურულ-გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით;
·      ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და მათი სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
·      სხვადასხვა ტიპისა და სტილის  ტექსტების გამართულად წერა; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.

 ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:

·      იმ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს  სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემზე კამათის წარმართვას;
·      სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
·      წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;
·      კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა;
·      სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის ნებისმიერი ტიპის წერილობითი ტექსტის  შეთხზვა.

მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

·      არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;
·      ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება და  წარმოჩენა;
·      ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების ფორმების იდენტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება და ანალიზი;
·      სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრება  და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·      სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;
·      წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;
·      ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის აღქმა-გააზრება.

დ) ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ორგანიზება

      
ქართული ენისა და ლიტერატურის  სწავლება იწყება პირველი კლასიდან და გრძელდება მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

საგნობრივი პროგრამის  სტრუქტურა

 

საგნობრივი პროგრამა მოიცავს თითოეული კლასის ბოლოს მისაღწევ შედეგებსა და ამ შედეგების შესამოწმებელ ინდიკატორებს. შედეგები და ინდიკატორები დალაგებულია სამი ძირითადი მიმართულების (ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის) მიხედვით; ეს არის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები. თითოეულ მიმართულებაში 3-დან 7-მდე შედეგია. ინდიკატორთა რაოდენობა არ არის შეზღუდული და მერყეობს 2-დან 20-მდე. ინდიკატორები სხვადასხვა სირთულისაა და, შესაბამისად, დასაშვებია მათი არა სრულად, არამედ ნაწილობრივად დაფარვა, რაც აისახება კიდეც მოსწავლეთა შეფასებაში.

თითოეული კლასის საგნობრივ პროგრამას ახლავს პროგრამის შინაარსი; მასზე დაყრდნობით შესაძლებელია სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა. პროგრამის შინაარსში გაწერილია კონკრეტული საკითხები (მასალა) საგნობრივი მიმართულებების მიხედვით.

ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის შინაარსში წარმოდგენილია ასევე   იმ ნაწარმოებთა ჩამონათვალი, რომელთა შესწავლა სავალდებულოა და რომელიც შეადგენს მთლიანი პროგრამის 60 პროცენტს. დანარჩენ მასალას (მთლიანი პროგრამის 40 პროცენტს) შეარჩევს მასწავლებელი და/ან სახელმძღვანელოს ავტორი.


ე) ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებების აღწერა

 

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ეს მიმართულებები სამ ძირითად საგნობრივ სფეროში ჰპოვებს რეალიზებას. ესენია: ენა, როგორც ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების საშუალება (ენა საინფორმაციო მიმართულებით), ენის კომუნიკაციური ასპექტები (ზეპირი და წერილობითი არამხატვრული ტექსტები) და ლიტერატურა, როგორც ენის ესთეტიკური გამოვლინება.

 

 უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულმიმართულებები:


·      ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს. ესენია: მოსმენა და  ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული  უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს  გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი  პიროვნების აღზრდას.

·      კითხვა. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც  სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.  სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა  გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის  დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
·      წერა. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის  გასწორება-რედაქტირება და ა.შ.). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.


    საგნობრივი მიმართულებებ


ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად, მისი სწავლება ენის ამ ორი უმთავრესი ფუნქციის წინ წამოწევასა და პრიორიტეტულ მიზნად დასახვას უნდა ემსახურებოდეს.


·           ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება, როგორც აზროვნების საშუალება, უპირველესად გულისხმობს ადამიანის თვითგამოხატვის ენობრივი საშუალებების ფლობას, ენის სემანტიკური და სტრუქტურული კანონზომიერებების ცოდნას; მოსწავლეები ეუფლებიან მშობლიური ენის მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითად ნორმებს. მშობლიური ენის სწავლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის განვითარებას და არა მხოლოდ გრამატიკული ცოდნის  თვითმიზნურ დაგროვებას. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული გრამატიკის სწავლებაზე. ამიტომ, სწავლის პროცესში ენის საკითხები უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს ტექსტს და კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციას. 

·           ენის სწავლების ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენის  კომუნიკაციური ასპექტები; მისი მიზანია, გამოუმუშაოს მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად შეფასებისა და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვისათვის, ნებისმიერ სოციალურ გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, კომუნიკაციის ძირითადი ხერხებისა და სტრატეგიების დასაუფლებლად. ენის სწავლების ეს კომპონენტი სოციალური ინტერაქციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.

·           მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს და ერთგვარი ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული  უნიკალური  -  ინდივიდუალური და შემოქმედებითი  -  პოტენციალის გამოვლენას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან  გამომდინარე, მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა.

v  პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია არა იდეოლოგიზებული ცნობიერების მქონე ადამიანის აღზრდა, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს  მხატვრულ ტექსტებში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები. ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.

ვ) შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

შეფასების კომპონენტები  ქართულ ენასა და ლიტერატურაში

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
·         ტექსტების ინტერპრეტირება;
·         ტექსტების შედარებითი ანალიზი;
·         თხრობა;
·         მსჯელობა;
·         სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
·         ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
·         გამომხატველობითი კითხვა;
·         გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
·         მართლწერა;
·         შემოქმედებითობა;
  • სასწავლო სტრატეგიების  (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
  • მხატვრული ხერხების ცოდნა;
  • ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
  • ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლები და სხვა.

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
·         შემოქმედებითობა;
·         თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
·         სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
·         სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის  ხარისხი.

უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:

  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები;
  • დისკუსიის მოწყობა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით;
  • თხზულების, ესეის, რეფერატის შედგენა;
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური  პრეზენტაციის მომზადება;
  • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა;
  • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცე შემდეგ უნარ-ჩვევებს:
  • ხმამაღალი კითხვა;
  • ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
  • გამოწერა;
  • გადაწერა;
  • კარნახით წერა;
  • წარმოსახვის უნარი;
  • ეპიზოდების თხრობა;
  • შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;
  • შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.


შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს.

შემაჯამებელ დავალებათა  ტიპები:

სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
  • მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
  • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
·         არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის  შესახებ;
·         ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
·         ესეის შედგენა;
·         პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
·         გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური  ან გუნდური);
·         ლიტერატურული სალონი;
·         ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
·         სხვა.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული /გაგება-გააზრება/ დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების, პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
ზოგადი რუბრიკის ნიმუში

შეფასების ზოგადი რუბრიკა ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის:

·  პირობასთან შესაბამისობა;
·  კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
·  ენობრივი უნარ-ჩვევები;

·  შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
კონკრეტული რუბრიკის ნიმუში

ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში

დავალების პირობა:   
გაეცანით მოცემულ თვალსაზრისს და მოამზადეთ ზეპირი გამოსვლა, რომელშიც:
ა) წარმოადგენთ თქვენს მოსაზრებას ამ თვალსაზრისთან დაკავშირებით;
ბ) მოიყვანთ არგუმენტებსა და  მაგალითებს თქვენი მოსაზრების დასამტკი-ცებლად;
გ) გამოიტანთ დასკვნას/დასკვნებს.
ზეპირი მოხსენების  მაქსიმალური დროა  5  წუთი.


ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს დროის ლიმიტს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)
0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციურუნარ-ჩვევები

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას
0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები
0  - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ  საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
        0-1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.)
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10  
(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)


შემაჯამებელი დავალების სტანდარტთან შესაბამისობა:
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება. 


IV კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.

ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებუ-ლება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.

ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასა-ხულ საკომუნიკაციო ამოცანას.

ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.



ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადა-სხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, სა-ყმაწვილო ჟურნალის გან-ცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.

ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თე-მაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდე-ბლად წაკითხვა.

ქართ. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკულ ნიშნების ამოცნობა.

ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამო-კიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის / არამხა-ტვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

ქარ. IV. 9.   მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავებალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარ.

ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტების შეთხზვა.

ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილ.

ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.

ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.



წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და განარჩევს ასაკის შესაბამისი სირთულის სასაუბრო ტექსტების სახეებს (აღწერას, თხრობას, კამათს, დიალოგს...);
·         შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
·         განასხვავებს შინაური გარემოს სასაუბრო სტილსა და ოფიციალური გარემოს (მაგ., სასკოლო საქმიანი სიტუაციის) ენას და შესაბამისად იყენებს მათ;
·         განასხვავებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს და დანიშნულებისამებრ იყენებს მათ;
·         თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას;
·         მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
·         გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.


ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·         ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·         აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·         უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·         მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
·         მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის ან ზღაპრის  განხილვაში;
·         გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).


ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·         კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
·         მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.


ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
·         მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);
·         სათანადო კონტექსტებში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს (არსებითს, ზედსართავს, რიცხვითს) ნაცვალსახელებით (ეს, ის, ასეთი, ამდენი...) და მარტივი ზმნიზედებით (აქ, იქ, მაშინ, ამიტომ...);
·         კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და ა. შ.);
·         მეტყველებისას იცავს ბრუნვისა და პირის ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი, თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და ა. შ.);
·         სწორად უთანხმებს ზმნას არსებით სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
·         სწორად ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს.


მიმართულება: კითხვა

ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს მარტივი მიზნობრივი ტექსტების (განცხადების, აბრის, რეკლამის, კულინარიული რეცეპტის, ექიმის რჩევა-დარიგების, წამლის რეცეპტისა და ა.შ.) საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, მიზანს/დანიშნულებას);
·         მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
·         ახასიათებს სხვადასხვა სახის ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიულ რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);
·         გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;
·         განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
·         აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).


ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
·         საუბრობს სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
·         ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტებს;
·         ასახელებს მოქმედ პირებს;
·         მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
·         დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
·         ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს, მიზნებს;
·         აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და სურვილს/ოცნებას;
·         ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით და სხვა) კავშირებს;
·         განსაზღვრავს ტექსტში გადმოცემულ მოქმედებათა, მოვლენათა ქრონოლოგიას;
·         გამოყოფს სიუჟეტის  განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
·         საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი  ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
·         განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
·         განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და მონოლოგს;
·         განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს, გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
·         აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას - ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა,  შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა);
·         აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
·         ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად თემას/ქვეთემებს, იდეას.


ქართ. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკულ ნიშნების ამოცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და ასახელებს მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს, რომელთა საშუალებით აბზაცში / ტექსტის ცალკეულ ეპიზოდში / ტექსტში  გადმოცემულია მოვლენათა თანამიმდევრობა (მაგ. ჯერ დახატა, მერე გაუგზავნა მეგობარს; ჯერ წავიდა, შემდეგ იყიდა, ბოლოს კი შეჭამა...);
·         ამოიცნობს და ასახელებს საგნისა (მაგ., წითელი ფანქარი; კარგი ამინდი, მაღალი სახლი) და მოქმედების (ლამაზად წერს) დამახასიათებელ ნიშნებს;
·         ამოიცნობს მარტივი აღწერითი ტექსტის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს, მაგ., შედგენილი შემასმენლის აქტიურად გამოყენებას (ეს კალამია, ის რვეულია, ეს კი ჩემი ჩანთაა), აღსაწერი საგნის / ობიექტის აღმნიშვნელი სიტყვის ჩანაცვლებას ნაცვალსახელით ან ზმნიზედით (თბილისი საქართველოს დედაქალაქია; ის დააარსა ვახტანგ გორგასალმა. შარშან თბილისში ვიყავი. იქ  ბევრი ლამაზი სახლი ვნახე) და ა.შ.; 
·         ამოიცნობს და ასახელებს ძირითად სინტაქსურ მიმართებებს, მაგ., შეთანხმებას სახელებს შორის ბრუნვაში (მაგ., ორმა მეგობარმა, ლამაზი სახლი); 
·         ამოიცნობს და ასახელებს ქონა-ყოლის აღმნიშვნელ ზმნებს, ამჩნევს მათი წარმოების თავისებურებებს (დედა მყავს, რვეული მაქვს).


ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს საყვარელ წიგნს, ტექსტს / მხატვრულ ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის თავის არჩევანს;
·         განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·         მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
·         მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.


ქარ. IV. 9.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავებალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სათანადოდ აფორმებს მცირე ზომის მიზნობრივ ტექსტებს (სხვადასხვა ხასიათის აბრებს საშუალო სკოლის, საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნისთვის, ზღაპრის ან საბავშვო სპექტაკლის თემაზე შექმნილ პლაკატს და სხვ.);
·         ადეკვატურად იყენებს საბავშვო წიგნში გამოყენებულ პირობით ნიშნებს (ლოგოს, რუბრიკას, სქემას), ილუსტრაციებს, დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს;
·         ამოიცნობს საბავშვო, შემეცნებით (შემეცნებით-გასართობ), მუსიკალურ, სპორტულ და საინფორმაციო გადაცემებს სპეციფიკური ნიშნების (მუსიკალური ქუდის, ლოგოს, დასაწყისისა და ა.შ.) მიხედვით;
·         მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის გაფორმებაში: დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით ქმნის მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეული როლისათვის შესაფერისი კოსტუმის, ნიღბისა და ა.შ. ესკიზებს;
·         შეარჩევს (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას;
·         ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
·         როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);
·         თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს (მეორე ჯგუფი კი ცდილობს ამოიცნოს, კონკრეტულად რომელი ეპიზოდი იყო წარმოდგენილი).


 ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
·         ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
·         ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·         ასახელებს ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ საფუძველს;
·         აკვირდება კითხვებზე გაცემულ პასუხებს და განარჩევს, რომელ  ოპერაციას მიმართა მკითხველმა შემდეგი სამიდან: ა) პასუხი პირდაპირ იყო  ტექსტში მოცემული; ბ) პასუხის გასაცემად საჭირო იყო რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება; გ) პასუხი არ იყო ტექსტში; მკითხველი  დაეყრდნო  ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, დაუკავშირა იგი საკუთარ ცოდნას და ამის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა;
·         დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში (დარწმუნებული ვარ, თითქმის დარწმუნებული ვარ, არა ვარ დარწმუნებული);
·         უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;
·         იცის და ასახელებს სხვადასხვა  ხერხს, რომლებიც ტექსტის გაგებას   უწყობს ხელს (ტექსტში გადმოცემულ ამბების წარმოსახვაში გაცოცხლება, ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირება, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის  საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სხვ.);
·         აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
·         სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით;
·         სწორად იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე მოთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა);
·         ამოიცნობს და ბიბლიოთეკაში სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს (მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს, საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საბავშვო ენციკლოპედიებს და ა. შ.).


მიმართულება: წერა

ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
·         შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას, გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
·         ჩამოწერს შეკითხვებს მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსათვის;
·         სწერს წერილებს რეალურ და წარმოსახვით ადრესატს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს, პერსონაჟს და სხვ.). 


ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცავს შინაარსობრივ თანამიმდევრობას;
·         ნაწარმოების შინაარსის გადმოცემისას შემოქმედებითად იყენებს ავტორისეულ ლექსიკასა და მხატვრულ სახეებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ სხვადასხვა ფორმით (მაგ., მოკლე დახასიათების, გმირის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით და ა.შ.);
·         ქმნის ნაწარმოების განსხვავებული დასასრულის წერილობით ვერსიას.


ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;
·         ავლენს სახელის ფორმაცვალების წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
·         მართებულად ხმარობს სიტყვებს: თითოეული, ყველა, ზოგი (ზოგიერთი), რამდენიმე და სწორად უთანხმებს რიცხვში ზმნებს;
·         სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;
·         მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს, ბრჭყალებს, ორწერტილს, მრავალწერტილს...).


ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         შეადგენს წერითი დავალების მოკლე გეგმას;
·         წერის დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს მიზნობრივი ტექსტებისთვის;
·         უბრუნდება ნაწერს კორექტირებისთვის, ასწორებს მარტივი ტიპის შეცდომებს (ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში ასოს, სიტყვას, ფრაზას/წინადადებას);
·         ამჩნევს და ასწორებს საკუთარ შეცდომებს (მაგ., სუბიექტსა და ზმნას შორის შეუთანხმებლობას, მსაზღვრელ-საზღვრულს შორის შეუთანხმებლობას, ორთოგრაფიული ხასიათის შეცდომებს და სხვ.);
·         ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით უკეთესი ვარიანტით.


პროგრამის შინაარსი

შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:

1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი: ლექსიკური ფონდის შევსება: სპეციალური ლექსიკა და ტერმინოლოგია; სიტყვათა სემანტიკური კავშირების (სინონიმის, ანტონიმის, ლექსიკური ბუდეების...) აქტიურად, შემოქმედებითად გამოყენება; ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების კონტექსტურად შერჩევა; სიტყვათა ლექსიკური კავშირები (სიტყვაწარმოების საწყისი წესები, ახალ სიტყვათა წარმოქმნა); რთული შედგენილობის სიტყვები; სიტყვის მრავალმნიშვნელიანობა.
გრამატიკული ასპექტი: სახელის ბრუნვისა და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებული ორთოგრაფიის წესები; სივრცული, დროითი და მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების ურთიერთმიმართება; სიტყვათა ძირითადი კლასები (მეტყველების ნაწილები) და მნიშვნელოვანი სინტაქსური მიმართებები სიტყვათა შორის; სიტყვის მორფოლოგიური აგებულება საწყის დონეზე; სასვენი ნიშნები.


2. ენის კომუნიკაციური ასპექტები 
ძირითადი თემატიკა: საკომუნიკაციო ამოცანა და მისი გადაჭრის ხერხები; ჯგუფური აქტივობა (როლის შესრულება / მოკლე ზეპირი გამოსვლა); ენის სხვადასხვა ფუნქციური სტილი (სასაუბრო, სალიტერატურო) და მათი გამოყენების სფეროები; მიზნობრივი ტექსტები (აბრა, რეკლამა, პლაკატი, რეცეპტი, სამახსოვრო წესები, ინსტრუქცია, სხვადასხვა ხასიათის წერილები), მათი ჩაწერისა და გაფორმების წესები.


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: თემატიკა ფართოვდება; სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ცხოვრება, სათავგადასავლო ნაწარმოებები, დიდაქტიკური თხზულებები, ფანტასტიკა, იუმორისტული და სატირული ნაწარმოებები; ყოფითი, პატრიოტული და ჰეროიკული თემები.
საკითხავი მასალა: ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება; ნიმუშები მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორიდან: ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები (ქართული, ბერძნული, რომაული და სხვ.); თანამედროვე ქართულით გამართული სხვადასხვა პერიოდის ნაწარმოებები, ლიტერატურული ზღაპრები (ქართველი და უცხოელი მწერლების), ლექსები და პროზაული თხზულებები; მარტივი საინფორმაციო / შემეცნებითი ტექსტები; სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტები.

 

თავი XIV
საგნობრივი კომპეტენციები საშუალო საფეხურზე

 

X კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მიმართულება
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 

ქართ. X. 5. მოსწავლეს შე-უძლია  ზეპირი კომუნიკა-ციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 

ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

ქართ. X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.

ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.

ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება


ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·         იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
·         საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
·         დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
·         სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია).


ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თეზისის წამოყენებისას მიმართავს „თავდასხმის“ ტაქტიკას (პირდაპირ მიმართავს ადრესატს; უსვამს კითხვებს ოპონენტს);
·         ოპონირების დროს იყენებს „დიახ, მაგრამ...“; „ნაწილებად დაყოფის“ და „შეჯამების“ მეთოდებს (თავიდან თითქოს ეთანხმება მოწინააღმდეგეს, შემდეგ უარყოფს მის თეზისს: ნაწილ-ნაწილ განიხილავს მოწინააღმდეგის არგუმენტაციას; აჯამებს მოწინააღმდეგის პოზიციას და გადადის მის უარყოფაზე);
·         აკონტროლებს საკუთარ ხმას, მიმიკას და ჟესტიკულაციას;
·         არ არის ზედმეტად კატეგორიული;
·         განმუხტავს სიტუაციას ხუმრობით, იუმორით;
·         კორექტულია ოპონენტების მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს.  


ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
·         უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);
·         მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების საშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, „ეს ხომ ძალიან იოლია“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?!“ „ევრიკა!“ და სხვ.);
·         გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).


ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
                          
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი (შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან კონტაქტის დამყარება; საუბრის თემის გამოკვეთა; მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის);
·         განმარტავს, რამდენად ეფექტურად იყო წარმოდგენილი მოხსენების ძირითადი ნაწილი (იყო თუ არა ინფორმაცია დაყოფილი აზრობრივ მონაკვეთებად; დამაჯერებელი იყო თუ არა მომხსენებლის მსჯელობა, მოყვანილი მაგალითები, ფაქტები, ციტატები; იყო თუ არა მკვეთრად გამოყოფილი ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა);
·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად ეფექტური იყო მოხსენების დასკვნითი ნაწილი (რამდენად კარგად შეძლო მომხსენებელმა განმაზოგადებელი თეზისების ან მოხსენების ძირითადი აზრის ჩამოყალიბება და რა ხერხები გამოიყენა მან ამისათვის).


ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·         ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, როგორებიცაა აზრის პერიფრაზირება სიცხადისათვის ან მომზადებული ტექსტიდან გადახვევა აზრის უკეთ განმარტებისათვის;
·         ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
·         აანალიზებს ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.


მიმართულება:  კითხვა


ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს ტექსტის კომპოზიციას; აღნიშნავს, რას წარმოადგენს ტექსტი: დასრულებულ ნაწარმოებს, წინადადებას, პოეტურ სტროფს თუ პროზაულ ფრაგმენტს; აანალიზებს ტექსტის სტრუქტურულ ელემენტებს (სათაური, აბზაცი, სტროფი, ტაეპი);
·         მსჯელობს ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებაზე; საკვანძო ეპიზოდების (სცენების) ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის...) დანიშნულებაზე;
·         აღნიშნავს, რომელ პირშია (I თუ III) თხრობა და მსჯელობს, რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
·         მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები და მათი საშუალებით ამოიცნობს მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას;
·         განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი / ირიბი ნათქვამით) და მსჯელობს შერჩეული ფორმის ეფექტურობაზე;
·         განსაზღვრავს ტექსტში მონოლოგის, დიალოგის, პოლილოგის ფუნქციას;
·         განსაზღვრავს მეტყველების სხვადასხვა ტიპის (აღწერის, თხრობის, მსჯელობის) ეფექტიანობას სხვადასხვა სახის ტექსტებში;
·         ახასიათებს წინადადებათა გადაბმის სახეებს (ჯაჭვური, პარალელური);
·         განსაზღვრავს ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მწიგნობრულს; სამეცნიეროს, ოფიციალურ-საქმიანს, პუბლიცისტურს, მხატვრულს);
·         აღნიშნავს, ტექსტის ორგანიზების რა ხერხები (ალიტერაცია, პარალელიზმი, გრადაცია, ინვერსია, რეფრენი და სხვ.)  გამოიყენება ტექსტში და რა მიზნით.


ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვაოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.                            

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
·         მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში (მხატვრულ ტექსტებში აკვირდება ავტორისეულ პლანს: ლირიკულ გადახვევებს, მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; არამხატვრულ ტექსტებს განიხილავს აბზაცების მიხედვით, გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითებისა და ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
·         ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი ვერსია.

ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
                        
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;
·         აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად);
·         მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
·         განმარტავს, რატომ წაიკითხა ან ვერ წაიკითხა თხზულება ინტერესით/გატაცებით;
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს.


ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას;
·         აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით;
·         თხრობითი ხასიათის ნაწარმოებებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
·         საუბრობს ნაწარმოებში პეიზაჟის, ინტერიერის ფუნქციაზე;
·         მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა (ალუზია, ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მეტაფორა, შედარება და სხვ.) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
·         განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას;
·         შეაფასებს ლირიკულ ნაწარმოებს სუბიექტურ აღქმასა და/ან მხატვრული ფასეულობების გააზრებაზე დაყრდნობით;
·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).


ქართ. X. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვა, შესწავლით კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის; 
·         იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს (მინიშნებებს ტექსტის არშიაზე, საკვანძო სიტყვების ან საინტერესო ადგილების ხაზგასმას, სხვადასხვა ფერის მარკერს და სხვ.);
·         იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად;
·         ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;
·         მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ციტატებს და ურთავს კომენტარებს.

მიმართულება: წერა


ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერის დაწყებამდე აზუსტებს მიზანს და აუდიტორიას (რისთვის წერს -თვითგამოხატვის, მკითხველის ინფორმირების, დარწმუნების თუ მხატვრული ნაწარმოების შექმნის მიზნით; ვინ არის მისი ნაწერის პოტენციური მკითხველი: მასწავლებელი, სხვა უფროსები, თანატოლები თუ მასზე უმცროსები);
·         ირჩევს მიზნისა და აუდიტორიის შესაფერის სტილს (მაგ., თუ ნაწერი მისი თანატოლების ან მასზე უმცროსებისთვისაა განკუთვნილი, ირჩევს სასაუბრო ტონს და მის შესატყვის ლექსიკას; საკონფერენციო თემისათვის - აკადემიურ სტილს და სხვ.);
·         შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
·         შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული, გასაგებია თუ არა აუდიტორიისათვის, არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი მიზანსა და სათაურს).
ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს იგავს მოცემული მორალური სენტენციის საილუსტრაციოდ;
·         მოცემული დასაწყისის მიხედვით აგრძელებს ნაწარმოებს (მოთხრობას, ნოველას, ზღაპარს, იგავს, ლექსს, პიესას) ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით;
·         აქვს ნაწარმოების დასასრულის საკუთარი ვერსია / ვერსიები;
·         წერს მოთხრობას მოცემული წინადადების მიხედვით (შიფრავს წინადადებაში ჩადებულ ფაქტობრივ და ქვეტექსტურ ინფორმაციას და აყალიბებს ლოგიკურად გამართული ტექსტის სახით);
·         ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით;
·         წერს პაროდიას რომელიმე ცნობილ ნაწარმოებზე;
·         გადმოაქვს წარსულ ეპოქებში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და თხზავს სიუჟეტს ახალი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (მაგ., „თანამედროვე მგზავრის წერილები“);
·         თხზავს პოეტურ ნაწარმოებს მოცემული სარითმო სიტყვების გამოყენებით.

ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.                           

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს თემას;
·         მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
·         ადგენს რეფერატის გეგმას;
·         წერს რეფერატს შესაბამისი სტანდარტის დაცვით (ზუსტად პასუხობს თემას, მიზნობრივად იყენებს წყაროებს, აფორმებს შესაბამისად);
·         თუ რეფერატი ერთი სტატიის მიხედვით იწერება, იცავს შესაბამის სქემას: შესავალი (სტატიის დასახელება, სად და როდის გამოქვეყნდა; ცნობები ავტორის შესახებ; სტატიის თემა; ავტორის მიერ არჩეული კვლევის, არგუმენტაციის მეთოდი); სტატიაში გაშუქებული ძირითადი საკითხების, პრობლემების, დებულებების ჩამონათვალი; ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანთა ანალიზი; შეფასება.


ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იწერს დასაკონსპექტებელი ტექსტის  მონაცემებს (ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს);
·         დაკონსპექტებამდე შინაარსის კარგად გასააზრებლად  ყურადღებით გადაიკითხავს ტექსტს;
·         ადგენს გეგმას - კონსპექტის საყრდენს;
·         დაკონსპექტების დროს ფურცელზე ტოვებს ვრცელ მინდვრებს შემდგომი დამატებების, შენიშვნების, უცნობი სიტყვებისა და ტერმინების ახსნა-განმარტებისათვის;
·         მიმართავს ტექსტის პარაფრაზირებას, ანუ წერს საკუთარი სიტყვებით (რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გააზრებას და, შესაბამისად, დამახსოვრებას).


ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გადმოსცემს წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებებს;
·         წარმოადგენს პრობლემას, რომელიც დაინახა ნაწარმოებში; აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს;
·         გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას;
·         მსჯელობს იმის შესახებ, რა იყო კონკრეტულ ნაწარმოებში მისთვის მისაღები და რა - მიუღებელი;
·         ურთავს კომენტარებს მისთვის ყველაზე შთამბეჭდავ ადგილებს;
·         მოიხმობს ადგილებს ტექსტიდან საკუთარი აზრის დასასაბუთებლად.


ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავს უყრის იდეებს (იყენებს იდეების გენერირების სხვადასხვა ტექნიკას: წყაროების კითხვას, „გონებრივ იერიშს“, ჟურნალისტურ კითხვებს და სხვ.);
·         წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);
·         ირჩევს და კრიტიკულად შეაფასებს წყაროებს. გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითებს მათ და იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირებას, პარაფრაზირებას, რეზიუმირებას;
·         კითხულობს ნაწერს კორექტირების მიზნით, ასწორებს შეცდომებს, ლექსიკონების მიხედვით ამოწმებს სიტყვათა ფორმებს;
·         ხმამაღლა უკითხავს ნაწერს თანაკლასელს (მასწავლებელს, მშობელს) და მათი შენიშვნების გათვალისწინებით ჩაასწორებს მას;
·         საბოლოო ვარიანტის რედაქტირების დროს გადაიკითხავს ნაწერს იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად ლოგიკურად და გამართულად არის გადმოცემული აზრი და ჩაანაცვლებს უკეთესი ვარიანტით / შეუცვლის ადგილს;
·         იცავს ციტირების წესებს (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს წყაროს: ავტორს, წიგნის/პუბლიკაციის დასახელებას, გამომცემლობას, გამოცემის ადგილსა და წელს, გვერდს/ებს).


პროგრამის შინაარსი


შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:

1. ტექსტის ფუნქციური ანალიზი; ტექსტის სტილისტიკა
ტექსტის განსაზღვრება. ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება. ენა და მეტყველება. ტექსტი და მეტყველება. წინადადებათა აზრობრივი გადაბმის ტიპები: ჯაჭვური და პარალელური კავშირები. წინადადებათა შეკავშირების ხერხები მეტყველებაში: ლექსიკური განმეორება, ნაცვალსახელები, სინონიმური ლექსიკა.
ტექსტის ერთეულები: წინადადება, რთული სინტაქსური ერთეული (პროზაული სტროფი). პროზაული სტროფის კომპოზიცია (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული). ფრაგმენტი და მისი სახეები. თავი, როგორც  ტექსტის სტრუქტურული ნაწილი. აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული. აბზაცის ტიპები.
მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით: პირველი პირის მეტყველება, მისი თავისებურებანი მეტყველების ფუნქციური სტილების მიხედვით. მეორე პირის მეტყველება, მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება. მესამე პირის მეტყველება, მისი გამოყენება სხვადასხვა ფუნქციურ სტილში.
ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის მიხედვით: პირდაპირი ნათქვამი, ირიბი ნათქვამი, არასაკუთარი პირდაპირი ნათქვამი. მათი ფუნქცია, სტილისტური თავისებურებანი და გამოყენების სფეროები.
ტექსტების კლასიფიკაცია მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით: მონოლოგი, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი. მონოლოგის სახეები. დიალოგი, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი, გამოყენების სფეროები. პოლილოგი.
მეტყველების ფუნქციური ტიპები. აღწერა, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი. თხრობა და მისი სტილისტური ფუნქციები. მსჯელობა, მისი სტილისტური თავისებურება, დანიშნულება. მეტყველების ფუნქციური ტიპების შერევა მხატვრულ და პუბლიცისტურ თხზულებებში.
ტექსტების კლასიფიკაცია წინადადებათა შორის კავშირების მიხედვით. ტექსტები ჯაჭვური, პარალელური და შერეული კავშირებით.
ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია. სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური ტექსტები.
ინდივიდუალური სტილი. ზოგიერთი ინდივიდუალური სტილის დახასიათება (შერჩევით). აბზაცი და ინდივიდუალური სტილი.


2. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
მხატვრული ნაწარმოებები უნდა შეირჩეს სტანდარტში დასმული ამოცანების გათვალისწინებით. ვინაიდან აქცენტი კეთდება მხატვრული ნაწარმოების ზეპირ და წერილობით ანალიზზე, სასურველია გამოკვეთილი სტრუქტურის მქონე ტექსტების არჩევა, რათა შესაძლებელი იყოს მათი დეტალური ანალიზი. შესაძლებელია, სტანდარტში დასმული ამოცანების გათვალისწინებით, სავალდებულო პროგრამასთან ერთად, შეირჩეს სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურა თემატური, ჟანრობრივი ან რაიმე სხვა პრინციპის მიხედვით.

3. ტექსტის სახეები

სასაუბრო (დისკუსია, ზეპირი მოხსენება); სამეცნიერო (სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, რეფერატი); პუბლიცისტური (ესე, საგაზეთო სტატიები, სხვადასხვა პერიოდის პუბლიცისტიკა; ბიოგრაფია) ტექსტები; მხატვრული ნაწარმოებები (ლექსი, მოთხრობა, ნოველა, პოემა).

 





XI კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.  

ქართ. XI. 5. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმა-ციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შე-უძლია გააანალიზოს, რო-გორ გამოიყენება მხატვრუ-ლი და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
ქართ. XI. 7. მოსწავლეს შე-უძლია მხატვრული ნაწარ-მოების ენობრივი საშუა-ლებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
ქართ. XI. 8. მოსწავლეს შე-უძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. XI. 9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.
ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
ქართ. XI. 12. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა.
ქართ. XI. 13. მოსწავლეს შე-უძლია ადეკვატურად გამოი-ყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
ქართ. XI. 14. მოსწავლეს შე-უძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება


ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·         იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
·         ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები, ინტერვიუს აღება და სხვ.).


ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
·         მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად, მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები, პრობლემატიკა;
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად „ამართლებს“ ტექსტის ძირითადი ნაწილი იმ მოლოდინს, რომელიც მსმენელს უჩნდება შესავალი ნაწილის მიხედვით (მაგ., შესავალში დასმული რომელი საკითხი განიხილა მოსაუბრემ სრულად, რა იყო ბუნდოვანი და ფრაგმენტული, რა საკითხი დარჩა მოსაუბრის ყურადღების მიღმა და ა.შ.);
·         აანალიზებს ზეპირ ტექსტში წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად ნაწილში მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, ციტატების, მოსაზრებების ფონზე).


ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს და იყენებს ზეპირი ენის რიტორიკულ საშუალებებს: ამა თუ იმ პიროვნების ან ფაქტის შთამბეჭდავად დახასიათება, დამაჯერებელი არგუმენტაციით მსმენელის დარწმუნება, 
·         კონკრეტული მოვლენის ან პიროვნების განსჯა (გამართლება / გამტყუნება, გამამართლებელი / გამამტყუნებელი არგუმენტის ან საბუთის მოძიება და წარმოდგენა, მოსმენილი ტექსტის ფარგლებში ტყუილის დადგენა და გამოაშკარავება);
·         მსმენელის დაინტერესებისა და პროცესში ჩართვის მიზნით მიმართავს დიალოგურ მეტყველებას (რთავს მსმენელს მსჯელობის პროცესში, მიმართავს აუდიტორიას შეკითხვებით, მათ შორის - რიტორიკულით, აუდიტორიას გამოიწვევს შეკითხვების დასასმელად და ა. შ.);
·         ამოიცნობს და მართებულად იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს: გულწრფელობისა და პირდაპირობის ეფექტის შექმნა ("მე თუ მკითხავთ...", „სიმართლე რომ თქვას კაცმა...“, „რაც მართალია, მართალია...“), ფაქტებითა და არგუმენტებით იერიში, ფაქტების და არგუმენტების მარჯვედ / ეფექტურად გამოყენება და ა. შ.;
·         არ არის ზედმეტად კატეგორიული და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისას იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე მიანიშნებს: „მეორე მხრივ...“, „თუმცაღა...“, „შესაძლოა...“, „დაგეთანხმებით, მაგრამ...“, „მიუხედავად ამისა...“;
·         აუდიტორიაზე ზემოქმედებისა და დამაჯერებლობის მისაღწევად ცდილობს თავისი გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ ხატოვნად და ეფექტურად გაიმეოროს მთავარი სათქმელი.


ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს ერთმანეთს გამოყენებულ საინფორმაციო წყაროებ (მაგ., CD-ROM, ინტერნეტი, საენციკლოპედიო სტატია და საგაზეთო წერილი), შეაფასებს თითოეულს მოცემული მიზნის, სანდოობის და ა.შ. თვალსაზრისით;
·         ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე  (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
·         ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;
·         ზეპირი გამოსვლის მოსმენისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას (მაგ., ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, შეადგენს გამოსვლის მოკლე გეგმას  და სხვ.) მტკიცებულებათა ბუნების განსაზღვრისა და მსჯელობის თანმიმდევრულობის შეფასების მიზნით;
·         იყენებს ჩანაწერებს (ანოტაციებს) ძირითადი და პერიფერიული იდეებისა და ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახარისხებლად და თანამიმდევრობით დასალაგებლად;
·         აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად, საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლებს წინასწარ მომზადებულ ტექსტს იმპროვიზებულით.

მიმართულება: კითხვა


ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·         აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე; 
·         აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით;
·         ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე; 
·         შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
·         ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.


ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს ტექსტის ორგანიზების თავისებურებებზე;
·         ლიტერატურული ჟანრების სპეციფიკური ნიშნების ამოცნობის საფუძველზე განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს;
·         პოლიჟანრულ ნაწარმოებში ამოიცნობს სხვადასხვა ჟანრის ნიშნებს;
·         განასხვავებს ეპიკურ და სცენურ თხრობას, მსჯელობს მათ თავისებურებებზე;
·         გამოყოფს ტექსტში მხატვრული კონფლიქტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
·         მსჯელობს ნაწარმოების სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი, რეტროსპექცია) დანიშნულებაზე.


ქართ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ: ფონოლოგიური ფიგურები (ალიტერაცია, ასონანსი), სემანტიკური ფიგურები (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია), სინტაქსური ფიგურები;
·         აკავშირებს ლექსის რიტმულ ფორმას ემოციურ ინტონაციასთან;
·         ამოიცნობს რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის განწყობის შესაქმნელად;
·         პოულობს ლექსში ევფონიის შექმნის საშუალებებს;
·         მსჯელობს მხატვრულ ტექსტში შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებაზე;
·         აანალიზებს მხატვრული შინაარსის მქონე ფრაზებს, რომლებიც ენობრივად გაუგებარია და „გაშინაარსება“ ხდება იმ ასოციაციებითა თუ რემინისცენციებით, რომელთაც ქმნის ლექსის ბგერწერითი და სხვა ეფექტები (მაგ., ამ ტიპისა: „მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშავანგები“...);
·         მსჯელობს მხატვრული შინაარსის იმ ფორმაზე, რომელიც ენობრივი ნონსენსის მეშვეობით მიიღება (მაგ. ამ ტიპისა: „დისაგანცა უფრო დესი“...). 


ქართ. XI. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;
·         მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისათვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელ პასაჟებს; 
·         იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი  კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტი, სიტყვათა აგებულების ცოდნა, ლექსიკონი);
·         ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.


მიმართულება: წერა 


ქართ. XI. 9.  მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას;
·         მსჯელობს მის კომპოზიციურ თავისებურებაზე და სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის) დანიშნულებაზე; სათანადოდ იყენებს წერის პროცესში თავის ცოდნას;
·         აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს, აჯგუფებს  კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს მათ როლს სიუჟეტის განვითარებაში;
·         მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;
·         აანალიზებს ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით (როგორ ქმნის ავტორი თხრობაში განწყობას, პერსონაჟთა სახეებს; რამდენად ეფექტურია ნაწარმოების სტილი და ენა; მსჯელობს ლექსის რიტმის, რითმისა და ბგერწერული ეფექტების შესახებ);
·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან.


ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
·         წერისას იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, რომელთა საშუალებითაც უკეთ წარმოაჩენს თავის შემოქმედებით, ესთეტიკურ დამოკიდებულებას ტექსტისადმი;
·         მოცემული თემის შესახებ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს, ლიტერატურულ პარალელებს, იხსენებს ცხოვრებისეულ ფაქტებს და სხვ.;
·         განიხილავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევის მოტივს, ღირებულებებსა და ფასეულობებს (ფსიქოლოგიური პორტრეტი);
·         წერს ლიტერატურულ ესეის, რომელშიც ახასიათებს პერსონაჟს ან განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას;
·         განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას, რისთვისაც იყენებს ლიტერატურულ ან ცხოვრებისეულ პარალელებს;
·         წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, განწყობილებების, შთაბეჭდილებების, ემოციების და ა. შ. გადმოსაცემად.


ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განიხილავს წაკითხულ ტექსტს პირადი და ლიტერატურული გამოცდილების კონტექსტში;
·         წარმოადგენს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს პრობლემის გადაჭრის ავტორისეულ ვარიანტზე;
·         აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს სათანადო არგუმენტების მოშველიებით;
·         აანალიზებს მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს, რისთვისაც იყენებს სხვადასხვა რესურსს: ციტატებს ლიტერატურულ-კრიტიკული თხზულებებიდან, ეპიზოდებს  ანალოგიური ან მსგავსი პრობლემის შემცველი ნაწარმოებიდან და სხვ.


ქართ. XI. 12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს პირად და ოფიციალურ წერილებს სათანადო მოდელების გამოყენებით და იყენებს შესაბამისი დარგის პროფესიულ ტერმინოლოგიას;
·         წერს ჩატარებული სამუშაოს (მაგალითად, პროექტის, ღონისძიების, პრეზენტაციის და სხვ.) ანგარიშს;
·         წერს სასწავლო ღონისძიებების ოქმებს სათანადო სქემისა და სტანდარტის გამოყენებით;
·         წერს საინფორმაციო ხასიათის მიმოხილვას სხვადასხვა ასაკის, ინტერესების, ცოდნის დონის და ა. შ. აუდიტორიისათვის;
·         წერს ე. წ. CV-ს.


ქართ. XI. 13. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადეკვატურად იყენებს თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელ ზმნა-შემასმენლის ფორმებს, ავტორისეული პოზიციის გამომხატველ დამხმარე ზმნებს, გაიაზრებს და აგებს თხრობითი (აღწერითი, მსჯელობითი) ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს და ამ კონსტრუქციების კავშირებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს, ჩართულ სიტყვებსა და გამონათქვამებს, ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს;
·         სათანადოდ იყენებს ფუნქციურ სტილთა შესაძლო მონაცვლეობას კონტამინაციური ტექსტის ფარგლებში, როცა ერთმანეთს ენაცვლება თხრობა, მსჯელობა, აღწერა;
·         ენობრივი და სტილური საშუალებების გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმით გადმოსცემს მთავარ სათქმელს (მაგ. როლური ტექსტის სახით ჩაწერს თხრობით ტექსტს ან პირიქით, როლურ ტექსტს გადააკეთებს თხრობით ტექსტად);
·         განარჩევს და შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენებით წერილობით ტექსტში წარმოადგენს ინფორმაციას, კომენტარს, პროგნოზს, ვარაუდს, ეჭვს და ა.შ.


ქართ. XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.                           

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას და ამის შესაბამისად ირჩევს სტრატეგიას;

·         გეგმავს და წერს შავ ვარიანტს;
·         წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე   მასალას;
·         აყალიბებს სათქმელს თანმიმდევრობით;
·         იყენებს ჩანაწერებს ძირითადი და პერიფერიული იდეების / ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დასახარისხებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად;
·         შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული; არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი სათაურს);
·         საბოლოო ვარიანტის რედაქტირების დროს ასწორებს გრამატიკულ, პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.


პროგრამის შინაარსი


შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:

1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ლექსიკოლოგიური ასპექტები: პროფესიული/დარგობრივი ლექსიკა; დიალექტიზმები, არქაიზმები, ნეოლოგიზმები.
გრამატიკული ასპექტები: დროში თანამიმდევრობისა (შემდეგ, მერე, მანამ ... სანამ, მას შემდეგ, რაც...) და სივრცული განლაგების გამომხატველი ზმნიზედები, სიტყვათშეხამებანი და სიტყვა-კავშირები;  მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობის ამსახველი ენობრივ-გრამატიკული (ლექსიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური) საშუალებანი; მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გამომხატველი მოდალური სიტყვები, კავშირები და წინადადების წყობა; ეპიკური და სცენური თხრობისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები; მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ფონოლოგიური (ალიტერაცია, ასონანსი) და სემანტიკური ფიგურები (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია), სინტაქსური ფიგურები; თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები და ამ კონსტრუქციების კავშირები, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმები, ჩართული სიტყვები და გამონათქვამები, ანაფორული ნაცვალსახელები და ზმნიზედები, სიტყვის ლექსიკური და სემანტიკური განმეორებები, სინონიმური და ანტონიმური ჩანაცვლებები, ავტორისეული პოზიციის გამომხატველი დამხმარე ზმნების სტრუქტურა და ფუნქციები.


2. ენის  კომუნიკაციური ასპექტები
ზეპირი მოხსენება (საჯარო გამოსვლა). მოხსენების მიზნის განსაზღვრა, დაგეგმვა და მომზადება. ძირითადი თვალსაზრისები, არგუმენტები, დასკვნები. ზეპირი გამოსვლის აუდიტორია, მისი ცოდნის დონე და ინტერესები. ზეპირი გამოსვლის ეფექტის გამაძლიერებელი სტრატეგიები.
ტექსტის ტიპები: სხვადასხვა ხასიათის რეცენზია, პირადი და ოფიციალური წერილები, ოქმი, საინფორმაციო ანგარიში. 


3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
სწავლების ამ ეტაპზე შეირჩევა სხვადასხვა პერიოდის შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა, რათა მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა პერიოდის ტექსტების გაანალიზება და შედარება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით, აგრეთვე, გააცნობიეროს, თუ რა თემები, იდეები და პრობლემებია დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისათვის, რა გავლენას ახდენს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე, რა ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს ეს პრობლემები. შერჩეული ტექსტები ჟანრობრივადაც მრავალფეროვანი უნდა იყოს: პოეზიის საუკეთესო ნიმუშებთან ერთად უნდა ისწავლებოდეს ეპიკური და დრამატული ჟანრის ნაწარმოებები, პუბლიცისტიკა, მემუარული და ავტობიოგრაფიული თხზულებები, ლიტერატურული ესეები; შესაძლებელია პოლიჟანრული ნაწარმოებების შეტანაც.
            ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად სასურველია უცხოური ლიტერატურის (როგორც პოეზიის, ისე პროზის) იმ ნიმუშების წარმოდგენაც, რომლებიც იმავე ეპოქაშია შექმნილი და ტიპოლოგიისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით ახლოს დგას სწავლების ამ ეტაპისათვის შერჩეულ მხატვრულ ნაწარმოებებთან.

 


XII კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.

ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
 
ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტე-ქსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობ-ლემატიკის თვალსაზრისით.

ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.

ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძ-ლია გააანალიზოს კულტუ-რული, სოციალური და ისტო-რიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.

ქართ. XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.

ქართ. XII. 9. მოსწავლეს შეუძ-ლია გააანალიზოს, რა გავლე-ნას ახდენს ავტორის ენობრი-ვი არჩევანი მკითხველზე.

ქართ. XII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. XII. 11. მოსწავლეს შე-უძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.

ქართ. XII. 12. მოსწავლეს შე-უძლია სასწავლო რეფერატის დაწერა რამდენიმე წყაროს მიხედვით.

ქართ. XII. 13. მოსწავლეს შე-უძლია მხატვრული ნაწარმო-ების ანალიზის დაწერა. 

ქართ. XII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.


მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                          
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·         პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·         დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
·         დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.


ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
·         შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა;
·         შეაფასებს პროექტის მიზნისა და მისი განხორციელების გზების / საშუალებების ადეკვატურობას;
·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გასაგები იყო აუდიტორიისათვის წარმოდგენილი პროექტი (ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის და ა.შ. თვალსაზრისით);
·         შეაფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას (შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი ჟესტიკულაცია, მანერები, ჰქონდა თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან, რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ და ა.შ.);
·         შეაფასებს პროექტის პრეზენტაციისას გამოყენებული ვიზუალური მასალის ეფექტურობას.


ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წარმოადგენს პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემის არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები;
·         მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს (თავს არიდებს რთული კონსტრუქციის წინადადებებს; იყენებს მარტივი წყობის ნომინალურ წინადადებებს სქემატური აღწერისათვის, მოსალოდნელი შედეგების მკაფიოდ წარმოსადგენად);
·         პრეზენტაციისას მკვეთრად გამოყოფს პროექტის ნაწილებს და ყურადღებას ამახვილებს ამ ნაწილებს შორის კავშირზე: რამდენად შეუწყო ხელი წინასწარმა კვლევამ პროექტის ამ სახით ჩამოყალიბებას; რამდენად ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები; რამდენად შესაბამება პროექტის განხორციელების გზები და საშუალებები დასახულ მიზანს;
·         მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების, ინვერსიის საშუალებით (მაგ., „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის....“, „ეს ხომ ძალიან იოლია...“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?“ და სხვ.);
·         პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს სპეციალური ენობრივი საშუალებებით (მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა: მაგ., „თუ... მაშინ“, „ვინაიდან... მაშასადამე“, „აქედან გამომდინარე...“, „შესაბამისად...“; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას: „შევაჯამოთ...“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება...“ და სხვ.).


ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისად და ა.შ.);
·         გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში);
·         პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას და შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
·         პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას (მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
·         პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით;
·         ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც ეხმარება პრეზენტაციის თანამიმდევრულად წარმართვაში;
·         პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.


მიმართულება: კითხვა
 ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
·         მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და  ღირებულებები;
·         მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;
·         აანალიზებს ავტორის/პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების მიმართ;
·         იზიარებს / არ იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს; გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას და სათანადო არგუმენტაციით იცავს მას;
·         კითხულობს სხვადასხვა ეპოქის, კულტურული კონტექსტისა და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათ მსგავსება-განსხვავებაზე;
·         განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
·         მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული კონტექსტი და ა.შ.;
·         აანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში (მაგალითად, ცხოვრების საზრისის პრობლემას ქართულ და საზღვარგარეთულ ლიტერატურაში);
·         კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აანალიზებს მათში დასმულ მსგავს პრობლემატიკას;
·         კითხულობს თარგმანებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ერთი და იმავე ნაწარმოების ორი (ან მეტი) თარგმანის თაობაზე (მოსწონს / არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს თავისი არჩევანი.


ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.                           

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
·         მსჯელობს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახულ შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ განსხვავებებს განაპირობებს;
·         სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ძველ და თანამედროვე ფასეულობებს;
·         წარმოსახვის საშუალებით გადააქვს ნაწარმოებში ასახული მოვლენები თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში (ადგილი, დრო, ადამიანური ურთიერთობების ფორმები და ა.შ.);
·         საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.


ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს (კულტურულ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ ასპექტებს);
·         გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ შეიცვლებოდა კონკრეტული ტექსტი, იგი სხვა სოციალური, კულტურული ან ისტორიული კონტექსტის ამსახველი რომ ყოფილიყო;
·         ამოიცნობს და ახსნის ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვის;
·         ახსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური, ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ.


ქართ. XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
·         განარჩევს მხატვრულ ნაწარმოებში მოვლენათა (ავტორისეულ, პერსონაჟის) სუბიექტურ და ობიექტურ ხედვას;
·         გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;
·         ადარებს ერთმანეთს ინფორმაციის დანიშნულებას მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში და განიხილავს ინფორმაციას, როგორც საშუალებას მხატვრული სახის შესაქმნელად (გზას მხატვრული  განზოგადებისკენ);
·         საუბრობს იმის თაობაზე, რომ არამხატვრული ტექსტი უშუალოდ ასახავს რეალობას, მხატვრული ტექსტი კი მეტ-ნაკლებად წყვეტს უშუალო კავშირს კონკრეტულ მოვლენასთან და დამოუკიდებელ მხატვრულ ფენომენს ქმნის;
·         გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას („მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“, „ამ რევოლვერში არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ? მე გთხოვთ, მომკალით!“...);
·         განასხვავებს პოეტურ ხედვასა („როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი...“) და პოეტურ ხილვას („სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს...“, „და შემდეგ უცნობ პიანინოებს ატრიალებდა ტანჯვის ლირიკით“);
·         გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.


ქართ. XII. 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, რა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს;
·         საუბრობს იმაზე, რამდენად შეესაბამება ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს მის მიერ გამოყენებული ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციები და ლექსიკა;
·         საუბრობს იმ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც ნაწარმოებში გამოიკვეთება ავტორის/პერსონაჟის ნეიტრალური, არაორდინარული და სტერეოტიპური დამოკიდებულებები კონკრეტული პრობლემის მიმართ.


ქართ. XII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.                         


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდან სხვადასხვა ქვეყნისათვის დამახასიათებელ ფრაზეოლოგიას, ტერმინებს, ლექსიკას;
·         ამოიწერს ან მონიშნავს წაკითხულიდან ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ არქაიზმებსა და ნეოლოგიზმებს, ქმნის მცირე ლექსიკონს;
·         მოიძიებს შესაბამის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიიდან, ინტერნეტიდან, ისტორიული წყაროებიდან, პრესიდან და სხვ.) განსხვავებული კულტურის, ქვეყნისა და ეპოქის ნაწარმოებში ასახული მოვლენის უკეთ გასააზრებლად;
·         ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებს და პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების მიზნით.


მიმართულება: წერა

ქართ. XII. 11. მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ შერჩეული თემისთვის ამზადებს და აანალიზებს მასალას (ინფორმაციული ხასიათისას, კრიტიკულს, სამეცნიეროს, საკითხის კვლევის ისტორიას და სხვ.);
·         სხვადასხვა საშუალებით (ლექსიკონების, საენციკლოპედიო სტატიების, დარგობრივი ცნობარების, ინტერნეტის და ა. შ.) გადაამოწმებს შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით  (წყაროს სანდოობა, აქტუალურობა, რელევანტობა და ა.შ.);  
·         შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ მასალას იყენებს (იმოწმებს, ახდენს პერიფრაზირებას, მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესების დაცვით;
·         შესაბამის წყაროებზე, მასალაზე, საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;
·         იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს: საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის (თვალსაზრისების, შეხედულებების) მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი, დასკვნა.


ქართ. XII. 12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა რამდენიმე წყაროს მიხედვით.                          

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         შეარჩევს თემას / თემებს რეფერირებისათვის;
·         მოიძიებს და გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით რეფერატისთვის შეარჩევს რამდენიმე წყაროს;
·         შერჩეული წყაროებიდან ამოკრებს მასალას/საკითხებს, რომლებსაც არსებითად უნდა დაეყრდნოს სასწავლო რეფერატი;
·         ადგენს რეფერატის გეგმას;
·         წერს რეფერატს შესაბამის ფორმატში;
·         მკაფიოდ მიუთითებს რეფერატისთვის შერჩეულ სხვადასხვა წყაროს და იცავს შესაბამის სქემას, მაგალითად, შესავალში ასახელებს წყაროებს, გამოქვეყნების დროსა და ადგილს; გვთავაზობს ცნობებს ავტორის შესახებ, ცალკეული ავტორის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდს და ა. შ.;
·         თანამიმდევრობით გადმოსცემს ცალკეულ წყაროებში გაშუქებულ საკითხებს, პრობლემებს; შეაფასებს, უდარებს, უპირისპირებს ერთმანეთს სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს; ნაწილობრივ / სრულიად ეთანხმება / არ ეთანხმება  / ითვალისწინებს ავტორთა დებულებებს.


ქართ. XII. 13. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზის დაწერა.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუალურ იდეას;
·         თავისუფლად ახერხებს მხატვრული ტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
·         ახასიათებს პერსონაჟებს (ადარებს და უპირისპირებს მათ ერთმანეთს); ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და ა. შ.); 
·         განსაზღვრავს კონფლიქტის არსს და აანალიზებს პერსონაჟთა დამოკიდებულებას / მიმართებას ამ კონფლიქტთან;
·         წერილობით გადმოსცემს ავტორის დამოკიდებულებას ნაწარმოებში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებზე;
·         აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს (განწყობის, პერსონაჟთა სახეების შექმნა; ნაწარმოების სტილი და ენა; ლექსის რიტმი, რითმა და სხვადასხვა ენობრივი საშუალებები, რომლებიც ქმნიან მხატვრულ ეფექტებს) და მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეს საშუალებები ნაწარმოების ძირითად შინაარსს;
·         იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;
·         მსჯელობს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ.


ქართ. XII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ქმნის გეგმას სხვადასხვა სახის ტექსტისათვის (რეფერატი, გამოკვლევა, ანალიზი);
·         აგებს მიზნობრივ სქემას (რა არის ჩემი მიზანი? რა მასალას გამოვიყენებ მიზნის მისაღწევად? როგორი იქნება ჩემი ნაწერის ფორმატი? რა სახის პრობლემები შეიძლება შემექმნას მუშაობისას და როგორ შეძლებ მათ დაძლევა?);
·         წერს ნაშრომის შავ ვარიანტს და შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს;
·         ასწორებს ნაწერს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით.

 


პროგრამის შინაარსი


შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე

1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
        გრამატიკული ასპექტები: სტილის რაობა; ტავტოლოგია და პარონომაზია, კალკი, ატროფია; ფუნქციური სტილის გამოყენება და დანიშნულება; ენათმეცნიერული და პოეტური სტილისტიკა; მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზი; რიტორიკული შეკითხვების არსი და სტრუქტურა; მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და წინადადების წყობა; ენა, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალება; მხატვრულ სახეთა შექმნის ენობრივი მექანიზმი; პოეზიის ენა; პოეტური ლოგიკა; პირდაპირი, ირიბი და არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამი; არასაკუთრივი პირდაპირი ნათქვამის ქვესახეობები; ტექსტის რედაქტირებისთვის აუცილებელი გრამატიკული, პუნქტუაციური და ორთოგრაფიული წესები და ნორმები.


2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
        სასწავლო პროექტი. პროექტის დაგეგმვა, წინასწარი კვლევები და მათი შედეგები; პროექტის წერილობითი გაფორმება და პრეზენტაცია.
        ტექსტის ტიპები: სასწავლო პროექტი, გამოკვლევა (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომი), სასწავლო რეფერატი.
            
3. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
          თუ XI კლასში მოსწავლეს საშუალება ჰქონდა შეესწავლა, გაეანალიზებინა და შეედარებინა სხვადასხვა პერიოდის შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით, XII კლასში იმავე საქმიანობას ის ახორციელებს სხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების საფუძველზე. მან უნდა იკვლიოს და გააანალიზოს მსგავსი ან ერთნაირი პრობლემა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში, კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტში განვითარებულ კონფლიქტსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამიტომ, დამამთავრებელ კლასში იზრდება ნათარგმნი ლიტერატურის ხვედრითი წილი (უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოსწავლე ამ დროისათვის უნდა ფლობდეს რომელიმე ერთ უცხოურ ენას მაინც, რაც მას საშუალებას მისცემს, შეადაროს დედანი თარგმანს). ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვან ლიტერატურულ მასალასთან ერთად სწავლების ამ ეტაპზე შესაძლებელი და სასურველიცაა ლიტერატურული კრიტიკის, სამეცნიერო და კვლევითი ხასიათის, საკითხის კვლევის ისტორიის ამსახველი მასალის შემოტანაც. 




0 კომენტარი:

Отправить комментарий

 

სადამრიგებლო კლასი

შაბათ-კვირასაც ერთად


eTwinning-ში მონაწილეობა

პროფცენტრის ამბები

მუდმივი მკითხველები

პროექტი