ეკა ცხადაია. სსიპ ქალაქ მარნეულის #2 საჯარო სკოლა

23.02.2019

სიურპრიზი

სასიამოვნო სიურპრიზი, როცა ერთ-ერთი ყვეკლაზე პატივსაცემი ადამიანი ძალიან დადებითად გახსენებს შენ და შენს უახლოეს მეგობარს.

21.09.2018

ჩემი გაკვეთილი მედიაწიგნიერების პორტალზე

        2016  წელს  სამოქალაქო  განათლების  ინსტიტიტუტის  საგანმანათლებლო  მედიაპორტალმა  გამოაცხადა  კონკურსი  მედიარესურსებითა  მედიასტანდარტების ჩატარებული  გაკვეთილების  კონკურსი. რჩეულთა  შორის  აღმოჩნდა  ჩემი   ნაშრომიც.  მე-9  კლასში ჩატარებული  გაკვეთილი  გეგმითა  და  რესურსებით  აიტვირთა  მედიაწიგნიერების  პორტალზე .
 დაინტერესებულ  პირებს  ეს  და  სხვა  საინტერესო  მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ

სამოქალაქო განათლების საგანმანათლებლო პორტალზე medialiteracy.ge

25.07.2016

თავმოსაწონებელი ამბები

თავმოსაწონებელი  რა  არის  ამ  დალოცვილ  მიწაზე, ეს  რომ  იყოს, მაგრამ რადგანაც  2015  წელს  დიდმა  მაიკროსოფტმა მითხრა, ექსპერტ- მასწავლებელი  ხარო, ვცდილობ არ  დავიხიო  და  მის  მიერ  შემოტავაზებულ  პროგრამებს  ჩავუჯდე-ვისწავლო. მაიკროსოფტი  დიდად მონდომებული  ბიჭია  და  ვერაფერს  გამოაპარებ. რომ  ეტყვი, ვიცი, ბატონოო. ა, ქვიზი  და გამეცი  პასუხიო. მეც  ვცდილობ. თუ  მოეწონება, ასეთ  სერტიფიკატებ  მჩიქნის  ხოლმე. ისაო, ესაო, კი  არავის  სჭირდება  შენი  ამბები, მაგრამ  მაინც  კარგი  გოგოხარ, ასე  გააგრძელეო.

06.08.2015

ექსპერტ მასწავლებლის წოდება მაიკროსოფტისგან


2015  წელს  კორპორაცია  მაიკროსოფტმა  საგანმანათლებლო  პროგრამების  გამოყენებისა  და   ინოვაციური  მეთოდებით  მუშაობისთვის  ექსპერტ-მასწავლებლის  ტიტული  მომანიჭა.


 

სადამრიგებლო კლასი

შაბათ-კვირასაც ერთად


eTwinning-ში მონაწილეობა

პროფცენტრის ამბები

მუდმივი მკითხველები

პროექტი